მზის სპექტრი შედგება იონიზირებული და ნეიტრალური მეტალებისგან და შეიცავს იონიზირებად წყალბადს. ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — 100 მილიონზე მეტი G2 კლასის ვარსკვლავია. ამავდროულად ჩვენი გალაქტიკის 85%-ზე მეტი ვარსკვლავი მზეზე ნაკლებად კაშკაშაა (თავის უმრავლესობაში წითელი ჯუჯები). როგორც ვარსკვლავთა უმრავლესობა, მზე ქმნის ენერგიას თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით. მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წთ და 19 წმ (499 წმ) უნდება მოსვლას.
მზე მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლის მოშორებით და ბრუნავს მის ირგვლივ. ერთ შემობრუნებას გალაქტიკის ირგვლივ ესაჭიროება 225—250 მილიონი წელი, დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით.