Showing posts with label მზე. Show all posts
Showing posts with label მზე. Show all posts

Wednesday, January 29, 2014

მზე – მზის გამოსხივება და ტემპერატურა








მზე სპექტრული ტიპის G2V ყვითელი ვარსკვლავია მზის სისტემის ცენტრში ირმის ნახტომის გალაქტიკაში. დედამიწა და სხვა ციური სხეულები (მათ შორის სხვა პლანეტები, ასტეროოიდები, მეტეორები, კომეტები და კოსმოსური მტვერი) მზის ირგვლის გარკვეულ ორბიტაზე მოძრაობენ. მზე წყალბადის. ჰელიუმისა და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური გავარვარებული სფეროა. მის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ჰქვია, ტემპერატურა 6000 გრადუს აღწევს. ამ ციური სხეულის ყველაზე მხურვალე ნაწილი ბირთვია. ჩვენი მნათობი სინათლის და სითბოს წყაროა. ის რომ არ იყოს, დედამიწა რამდენიმე წამში გაიყინებოდა, ორბიტიდან ამოვარდებოდა და სამყაროს წყვდიადში დაიწყებდა ხეტიალს. პლანეტაზე ყოველგვარი სიცოცხლე დაიღუპებოდა. მოცულობით მზე იმდენად დიდია, მილიონზე მეტ დედამიწას დაიტევს. იგი ეკლიპტიკაზე მოძრაობს.სექციების სია
მზის გამოსხივება და ტემპერატურა
სივრცეში მზე ყველა მიმართულებით რადიალურად გამოასხივებს დიდ ენერგიას:4×10³³ ერგს წამში. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის ყოველი კვადრატული მეტრი 84 000 ცხენის ძალას გამოყოფს. ოღონდ დედამიწაზე მოდის გამოყოფილი ენერგიის მხოლოდ 1:2 000 000 000 ნაწილი. მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 6000 გრადუსია ხოლო შინაგანი 10 მილიონი გრადუსია(ეს მხოლოდ მოსაზრებაა).



მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს.
იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას.